მთავარი გვერდი
სიახლეები
♟️ ინტელექტუალური ორთაბრძოლები და ახალი ჩემპიონები ჩვენს სკოლაში!
ჩვენს სკოლაში ჭადრაკი განსაკუთრებულად გვიყვარს! ჩვენი ჭადრაკის მასწავლებლის, მანანა მგელაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლაში რეგულარულად ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები, რაც მოსწავლეებს შორის დიდ ინტერესსა და ჯანსაღ კონკურენციას იწვევს.დღეს კი ყველაზე საზეიმო დღე იყო — გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები! ვულოცავთ თითოეულ გამარჯვებულს ამ დამსახურებულ წარმატებას! ამაყები ვართ თქვენი გონებრივი მონაცემებით, კონცენტრაციის უნარითა და თითოეული ჭკვიანური სვლით.
👗 ნარჩენებიდან ხელოვნებამდე! ♻️✨
გსურთ ნახოთ, როგორ იქცევა მეორადი ნივთები ხელოვნების ნიმუშად? ჩვენმა მე-5 ა კლასელებმა ეს პრაქტიკაში დაგვიმტკიცეს!
პროექტის „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მოაწყვეს დაუვიწყარი მოდების ჩვენება. მათი ყველა სამოსი დამზადებული იყო მეორადი გამოყენების ნივთებისა და ნარჩენებისგან.
პროექტის პრეზენტაცია: „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“
სკოლაში წარმატებით ჩატარდა მოსწავლეთა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას — ეკოლოგიასა და სუფთა ჰაერს მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო:
მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები;
საინტერესო ფაქტები ჰაერის შემადგენლობაზე;
დისკუსია გარემოს დაცვის აუცილებლობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
გაიცანით რუსთველელია!
ლიზი კერესელიძე და ლუკა ბერიანიძე სწორედ იმ „ნიჭიერ თაობას“ მიეკუთვნებიან, რომლებიც სცენაზე დგომისას არა მხოლოდ ტექსტს კითხულობენ , არამედ მთელ ემოციასა და ენერგიას გადასცემენ მაყურებელს.
სპექტაკლში „მკაცრი ქალიშვილები“ მათი მონაწილეობა განსაკუთრებულ ელფერს სძენს დადგმას. როდესაც სკოლა „რუსთველის“ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, თავის თანატოლებთან ერთად, პროფესიულ სცენაზე (თეატრ „ბრავოში“) გამოდიან, ეს უკვე დიდი განაცხადია მათ მომავალზე.
,,მე და ჩემი დედა ენა,,
წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?
ფიზიკის გაკვეთილზე ნამდვილი სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა! მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, დაამტკიცეს, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულები არაა – ის ჩვენს ყოველდღიურობაშია.
გზებზე დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერებიდან“ დაწყებული, აინშტაინის გენიალურ აღმოჩენებამდე – ბავშვებმა საოცარი სიზუსტით გადმოსცეს მეცნიერების ევოლუცია.
„დაიღალა დედამიწა
„დაიღალა დედამიწა,
დავეხმაროთ ბრუნვაში!
დახმარება გამოვხატოთ,
მოვლასა და ზრუნვაში!“ 💙🌍❤️
ჩვენი სკოლის, „რუსთველის“ II გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია მამუკაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს! 🌱🏡
ეს პატარა ნერგები ჩვენს ბავშვებთან ერთად გაიზრდებიან და წლების შემდეგ სკოლის ეზოს კიდევ უფრო გაამწვანებენ. ამ ლამაზი აქციით პატარებმა გვიჩვენეს, რომ დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ დასუფთავება არაა — ეს არის ახალი სიცოცხლის ჩუქება და მომავალზე ფიქრი. 🌳✨
„ჩვენი პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილებებისთვის! 🌏✨
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა „რუსთველის“ 3-გ კლასში ნამდვილი სამზადისი იყო! 🌿 პედაგოგ მედეა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა პატარებმა გადაწყვიტეს, სიტყვიდან საქმეზე გადასულიყვნენ:
🧹 მოაწესრიგეთ და დაასუფთავეთ გარემო;
💚 ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ბუნებაზე ზრუნვა.
„დედამიწავ, მე დაგიცავ შენ!“
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა "რუსთველის" მე-5ა,მე-5ბ,მე-5გ კლასის მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებული ბუნების გაკვეთილი ჩავატარეთ. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით იმუშავეს იმ საკითხებზე, თუ როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს.
თითოეულმა კლასმა საოცარი შედეგი აჩვენა – მათი იდეები, ნახატები და პრეზენტაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი საიმედო ხელშია!
დაიცავი დედამიწა, ის შენი სახლია!
🌍✨ჩვენი 1-ბ კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ გარემოზე ზრუნვას. მათმა პატარა ხელებმა დღეს დიდი საქმე გააკეთეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბუნების დასუფთავებაში. 💚სიყვარულით და მზრუნველობით იწყება დიდი ცვლილებები! ამაყები ვართ ჩვენი პატარებით! ❤️❤️❤️❤️#გაფრთხილდიბუნებას #ჩვენისახლი #მწვანემომავალი #რუსთველი # სკოლარუსთველი
ვიქტორინა „ატლანტიდა“ – გამარჯვება მე-6 (ბ) კლასს!
21 აპრილს სკოლა „რუსთველში“ მე-6 კლასელებს შორის ინტელექტუალური ვიქტორინა „ატლანტიდა“ გაიმართა.
პედაგოგების, ნატალია ბეგაშვილისა და თეონა ღონღაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსწავლეებმა საოცარი ცოდნა და მოტივაცია გამოავლინეს.
გილოცავთ! დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მე-6 (ბ) კლასის გუნდმა მოიპოვა და დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდა.
ყველაზე გონიერი დამპყრობელი ისტორიასა და წარსულს გართმევს, ვინაიდან ასეთ საზოგადოებას საყრდენი ეცლება და ვერ ახერხებს ბორკილებისგან გათავისუფლებას.“
ჩვენი ქვეყნის მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი წარსული, რათა შეძლოს თავისუფალი მომავლის შენება. სწორედ ამ მიზნით, სკოლა „რუსთველში“ გაიმართა ემოციური და შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც 9 აპრილის გმირების ხსოვნას მიეძღვნა. 🕯️✨
9 აპრილი — ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში სისხლით, ტკივილით, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი გმირობითა და ერთიანობით არის ამოკვეთილი. ✊❤️
ვულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
რუსთავში გამართულ სპორტული ესეების კონკურსზე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი საბა კალაიჯიშვილი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების რჩეული გახდა!
კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.
წარმატებები, საბა!
თვითმმართველობის დღე!
დღეს ჩვენს სკოლაში უჩვეულო და ენერგიული დღეა — თვითმმართველობის დღე!
ჩვენმა უფროსკლასელებმა ერთი დღით მასწავლებლის ამპლუა მოირგეს, გადაინაწილეს საგნები და საკუთარ თავზე გამოცადეს, თუ რამხელა შრომა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული გაკვეთილის უკან.
საინტერესოა მოსწავლეების თვალით დანახული სასწავლო პროცესი — ბევრი ღიმილი, კითხვა-პასუხი და ახალი აღმოჩენები. მადლობა თითოეულ „ახალბედა მასწავლებელს“ მონდომებისთვის!
🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!
📅 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა „რუსთველი“ სწავლების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
🏫 ჩვენთან უცხო ენა მხოლოდ საგანი არ არის – ეს არის მოსწავლის წარმატების გასაღები! 🔑
🤝 „English Book Education"-თან მჭიდრო პარტნიორობით, სწავლების პროცესს მსოფლიო დონის სახელმძღვანელოებით ვაახლებთ. 📚 მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
სკოლა „რუსთაველის“ სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!
ჩვენს სკოლაში გაზაფხულის სითბოსთან ერთად განსაკუთრებული, სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გადაწყვიტეს, 8 მარტი ჩვენი სკოლის ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით კი — მასწავლებლებისთვის, დაუვიწყარი გაეხადათ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ფერადი, ორიგინალური ყვავილები, რომლებშიც მთელი მონდომება და მადლიერება ჩააქსოვეს. ნაცვლად ჩვეულებრივი თაიგულებისა, მათ მასწავლებლებს მიართვეს სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც არასოდეს ჭკნება — ისევე, როგორც ის ცოდნა და ამაგი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გვიზიარებენ.
„ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო დედებო და ჩვენო პატარა ქალბატონებო!
გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულებს — 3 და 8 მარტს!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სკოლასა და ჩვენს ყოველდღიურობას სითბოთი, მზრუნველობითა და სიცოცხლით ავსებთ.
- დედებს — მადლობას გიხდით თქვენი უპირობო სიყვარულისთვის;
- მასწავლებლებს — იმ ცოდნისა და მოთმინებისთვის, რომელსაც ყოველდღ
პატივი წარსულის წინაშე და პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ.
დღეს სკოლა „რუსთაველის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ილია ქარდავას, და ისტორიის მასწავლებლის, თეონა ღონღაძის, ინიციატივით გამართული ღონისძიება იყო ემოციური და დამაფიქრებელი.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ის მძიმე დღე, როცა საქართველომ თავისუფლება დაკარგა, ისაუბრეს იუნკერების თავდადებაზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თავისუფლება დიდი ფასით არის მოპოვებული.
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 577307040
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
ხუთშაბათი 21/05/2026- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- შემოდგომა სვანეთში
- ბარაქიანი შემოგდომა სამეგრელოში
- შემოგდომა რაჭაში
- შემოდგომის ზეიმი -კახეთი
- შემოგდომის მეჯლისი-აფხაზეთი
- შემოდგომის ზეიმი -აჭარა
- შემოდგომა საქართველოს კუთხეებში
- ,,ანბანის შემობრძანება" I გ კლასში
- გილოცავთ!!!
- ,,ტვინების ბრძოლა" - დღე მესამე
- ,,ტვინების ბრძოლა" - დღე მეორე
- Iბ კლასის მოსწავლეები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში
- რა? სად? როდის?
- „ტვინების ბრძოლა" - დღე პირველი
- ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეები ანბანის შემობრძანებას ზეიმობენ
- ანბანის შემობრძანება
- "ტვინების ბრძოლა 2022" იწყება!
- მასწავლების დღეს გილოცავთ!
- თვითმმართველობის არჩევნები 2022-23
- სკოლა ,,რუსთველში" 2022-23 სასწავლო წელი დაიწყო