მთავარი გვერდი

    • ♟️ ინტელექტუალური ორთაბრძოლები და ახალი ჩემპიონები ჩვენს სკოლაში!

      ჩვენს სკოლაში ჭადრაკი განსაკუთრებულად გვიყვარს! ჩვენი ჭადრაკის მასწავლებლის, მანანა მგელაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლაში რეგულარულად ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები, რაც მოსწავლეებს შორის დიდ ინტერესსა და ჯანსაღ კონკურენციას იწვევს.დღეს კი ყველაზე საზეიმო დღე იყო — გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები! ვულოცავთ თითოეულ გამარჯვებულს ამ დამსახურებულ წარმატებას! ამაყები ვართ თქვენი გონებრივი მონაცემებით, კონცენტრაცი
      მეტის წაკითხვა
    • თვითმმართველობის დღე!

      დღეს ჩვენს სკოლაში უჩვეულო და ენერგიული დღეა — თვითმმართველობის დღე! ​ჩვენმა უფროსკლასელებმა ერთი დღით მასწავლებლის ამპლუა მოირგეს, გადაინაწილეს საგნები და საკუთარ თავზე გამოცადეს, თუ რამხელა შრომა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული გაკვეთილის უკან.
      მეტის წაკითხვა
    • „დაიღალა დედამიწა

      „დაიღალა დედამიწა, დავეხმაროთ ბრუნვაში! დახმარება გამოვხატოთ, მოვლასა და ზრუნვაში!“ 💙🌍❤️ ჩვენი სკოლის, „რუსთველის“ II გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია მამუკაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს! 🌱🏡
      მეტის წაკითხვა
    • ,,მე და ჩემი დედა ენა,,

      წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
      მეტის წაკითხვა
    • 👗 ნარჩენებიდან ხელოვნებამდე! ♻️✨

      გსურთ ნახოთ, როგორ იქცევა მეორადი ნივთები ხელოვნების ნიმუშად? ჩვენმა მე-5 ა კლასელებმა ეს პრაქტიკაში დაგვიმტკიცეს! პროექტის „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მოაწყვეს დაუვიწყარი მოდების ჩვენება. მათი ყველა სამოსი დამზადებული იყო მეორადი გამოყენების ნივთებისა და ნარჩენებისგან.
      მეტის წაკითხვა
    • გაიცანით რუსთველელია!

      ​ლიზი კერესელიძე და ლუკა ბერიანიძე სწორედ იმ „ნიჭიერ თაობას“ მიეკუთვნებიან, რომლებიც სცენაზე დგომისას არა მხოლოდ ტექსტს კითხულობენ , არამედ მთელ ემოციასა და ენერგიას გადასცემენ მაყურებელს.
      მეტის წაკითხვა
    • ვულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!

      ​ რუსთავში გამართულ სპორტული ესეების კონკურსზე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი საბა კალაიჯიშვილი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების რჩეული გახდა! ​კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.
      მეტის წაკითხვა
    • ,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის"

      კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმაში და სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე". ,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის" კვირეულში დიდი ინტერესით ჩართული 1 ბ კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში.
      მეტის წაკითხვა
    • რუსთველობა 2025

      რუსთველობა 2025 – სკოლის დღე ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის კლასებმა და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.
      მეტის წაკითხვა
    • ,,ტვინების ბრძოლა 2025”

      სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში. გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.
      მეტის წაკითხვა
    • რუსთველის კურსდამთავრებულებო!

      სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას! გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.
      მეტის წაკითხვა
    • ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში

      ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
      მეტის წაკითხვა
    • ბოლო ზარი 2025 🔔

      23 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება – ბოლო ზარი 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის. სკოლის ეზო გაივსო ღიმილებით, ცრემლებით, თბილი სიტყვებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მასწავლებლებმა გულთბილად გააცილეს კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაატარეს სკოლაში თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები.
      მეტის წაკითხვა
    • ვიქტორინა „ატლანტიდა“ 2025

      სკოლა რუსთველში ჩატარდა ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა. ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
      მეტის წაკითხვა
    • ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

      9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
      მეტის წაკითხვა
    • ტვინების ბრძოლა

      მე- 5ბ კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ,,ტვინები ბრძოლა 2024" რეგიონალური პირველობაზე წარმატებულ ასპარეზობას გვეამაყებით ბავშვებო !
      მეტის წაკითხვა
    • პროექტი: ,,მზის სისტემა, პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება".

      მე- 3 ბ კლასი დამრიგებელი:მარიამ სხირტლაძე დღეს ჩვენმა პატარებმა მზის სისტემაში იმოგზაურეს. ყველა ბავშვს აინტერესებს პლანეტები და მათზე ინფორმაცია, თუმცა ბავშვები მხოლოდ ფოტოების და სხვადასხვა სათამაშოების საშუალებებით იღებენ ამ ინფორმაციას. დღეს შევეცადე მათთვის გასაგები და ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა სხვადასხვა საინტერესო მასალის გამოყენებით.
      მეტის წაკითხვა
    • მე 4 ა კლასის გასეირნება იპოდრომზე

      მოსწავლეების იპოდრომზე გასეირნება მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც აერთიანებს სწავლას, გართობას და ბუნებასთან ახლო ურთიერთობას. ეს აქტივობა ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას, აუმჯობესებს გუნდურობას და აძლევს შესაძლებლობას, განსხვავებული გარემოსთვის გაეცნონ.
      მეტის წაკითხვა
    • ,, ჩემი საკუთარი წიგნი"

      მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა, შორენა მასწავლებლის დახმარებით განახორციელეს პროექტი ,, ჩემი საკუთარი წიგნი . მოსწავლეების პატარა ხელებით შექმნილი საკუთარი წიგნები
      მეტის წაკითხვა
    • სტუმრად მედიათეკაში

      იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში 4 ა კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი შორენა ბექაური რუსთავის მედიათეკას ესტუმრნენ. მედიათეკაში სტუმრობა საინტერესოდ ჩაიარა თავისი ტექსტის ანალიზით, კროსვორდებით, შემეცნებითი კითხვებით, დისკუსიით და სამაგიდო თამაშებით.
      მეტის წაკითხვა
    • შემოდგომის კვირეული სკოლა რუსთველში

      შემოდგომის კვირეული სკოლა რუსთველში არის განსაკუთრებული და კრეატიული ღონისძიება, რომლის მიზანია ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარება და შემოდგომის თემატიკის გაცოცხლება. ეს კვირეული მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება შემოდგომის ბუნების სილამაზის აღქმაში.
      მეტის წაკითხვა
    • წიგნის კითხვის დღე

      იკითხე ხმამაღლა ,შეცვალე მსოფლიო " გილოცავთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს 1 გ კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი მედეა გოგიაშვილი ცოდნა დიდი ძალაა, სიმდიდრეა წიგნები
      მეტის წაკითხვა
    • ყველაძე ჭკვიანი 2024

      უკვე მერამდენე წელია სკოლაში ტარდება პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი ” ,კერძო სკოლა ,,რუსთველში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.
      მეტის წაკითხვა
    • სკოლა რუსთველის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება

      კიდევ ერთი ლამაზი საღამო ჩვენი ქალაქის და ჩვენი სკოლა რუსთველის ისტორიაში. რუსთავის მერიამ გულუხვად დაასაჩუქრა წლევანდელი მედალოსნები(ახლა უკვე ვერცხლის მედლის მფლიბელებიც). დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ახალგაზრდების ამ დიდი სიყვარულისა და ზრუნვისათვის. თქვენ კი რუსთველის მარგალიტებო, რუსთავის კურსდამთავრებულებო კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას. ია და ვარდი გფენოდეთ წარმატ
      მეტის წაკითხვა
    • სკოლა რუსთველი ვამაყობთ თქვენით.

      ,შპს რუსთველი" ვამაყობთ თქვენით. პირველი ადგილი, გილოცავთ ბიჭებო!!! . თამაშების სერია „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ 2023 წელს დაიწყო. კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართულ ტურებში მონაწილეობა 3 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო. მარათონი 2024 წელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც ჩ
      მეტის წაკითხვა
    • პროფესიების გაცნობა

      დაუვიწყარი და ნაყოფიერი დღე,სტუმრად უსაყვარლესი დედიკო,პროფესიით ბიბლიოთეკარ-ბიბლიოგრაფი. ქალ.ეკა ყაჩმაზაშვილი III ა კლასი და მარიგეველი შორენა ბექაური
      მეტის წაკითხვა
    • მაკნატუნა

      ჩვენი სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, მარიამ სხირტლაძემ წამოადგინეს საახალწლო მაჯლისი ,,მაკნატუნა" გვიხარია და ვამაყობთ რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ნიჭიერი თაობა იზრდება,
      მეტის წაკითხვა
    • სკოლა ,,რუსთველში" უკვე მერამდენე წელია ფუნქციონირებს უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ვოკალის პედაგოგი, თინიკო როსტიაშვილი, რომელიც საინტერესო კონცერტებით გვაოცებს.
      მეტის წაკითხვა
    • ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,

      დამთავრდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,კერძო სკოლა ,,რუსთვე ლში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.
      მეტის წაკითხვა
    • საანგარიშო კონცერტი

      სკოლა ,,რუსთველში" უკვე წლებია ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ქალბატონი თეა ნაცვალაძე ხელმძღვანელობს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ქალბატონი თეა გვანებივრებს სასიამოვნო კონცერტით, რომლებიც სკოლის ბაზაზე იმართება.
      მეტის წაკითხვა
    • ვიქტორინა მათემატიკაში

      კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა რუსთელის ისტორიის ფურცლებს . ,მე-5ა და მე-5ბ კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი. პირველი ადგილზე გავიდა, მე-5ა კლასის გუნდი, ,,Tigers". წარმატებული გუნდის კაპიტანი გახლდათ,დემე
      მეტის წაკითხვა
    • იყო და არა იყო რააა...

      იყო და არა იყო რააა,იყო სამი ზღაპრის მიუზიკლი,ზღაპრები რომლებიც ყოველთვის გვაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში.ბავშვობაში სადაც ყველაფერი ლამაზია და სავსეა სიკეთით.ჩემმა პატარა რუსთველელებმაც დაგვანახეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.მიყვარხართ და მაოცებთ თქვენი შემოქმედებით
      მეტის წაკითხვა
    • "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო..."

      29 მაისს საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო...". ღონისძიება იროდიონ ევდოშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კერძო სკოლა"რუსთველი"-ს llკლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი:სოფო წიკლაური) გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს პატარები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
      მეტის წაკითხვა
    • საოცრებათა ქვეყნაში

      11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური
      მეტის წაკითხვა
    • სკოლის ეზოს გამწვანება

      დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა,მე10 კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები ,მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს გამწვანებაში. აიმაღლეს ცნობიერება და აჩუქეს დედამიწას კიდევ რამდენიმე ახალი სიცოცხლე ❤️
      მეტის წაკითხვა
    • სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

      "დედაენის დღესთან" და "ბიბლიოთეკის თვესთან" დაკავშირებით დასვენებების გამო ცოტა დაგვიანებით 1 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბობლიოთეკას. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს,წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები. ბოლოს კი ჩვენი ბიბლიოთეკარი ძვირფასი ქალბატონი ეკასგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა პოეტების ლექსების საბავშვო კრებულები. მადლობა ქალბატონ ეკას ლამაზი დღისათვის. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
      მეტის წაკითხვა
    • გაიცანით, რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, უამრავი კონკურსის გამარჯვებული, ელენე კურტანიძე გილოცავთ!
      მეტის წაკითხვა
    • თვითმმართველობის დღე 2023

      ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დღე, როდესაც თავად მოსწავლეები მართავენ სკოლას; უნდა აღინიშნოს, რომ მათ ძალიან კარგად და ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს; დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები გახარებულები დიდი ემოციებით საუბრობდნენ. მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელის და ასევე ადმინისტრაციის როლი.
      მეტის წაკითხვა
    • წინა სააღდგომო სამზადისი 1 გ კლასში

      აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კარს მოგვადგა. ჩვენმა პატარებმაც სამზადისი უკვე დაიწყეს. 1 გ კლასის მოსწავლეებმა ჯეჯილი მთელი გულმოდგინებით დათესეს. გააფერადეს სააღდგომო აპლიკაციები და მზად არიან ამ ლამაზ დღესთან შესახვედრად.
      მეტის წაკითხვა
    • შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთი.

      შპს რუსთველი მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სპორტის მასწავლებლის ლაშა ბურჭულაძის ინიციატივის სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთი. ტურნირის , მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, კლასებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
      მეტის წაკითხვა
    • „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“

      რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კონკურსის „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ მე-2 ტურის მეხუთე დღეს უმასპინძლა ,,რუსთველის'' მეოთხე კლასელებს. შედეგები დაიდება 7 აპრილს, ხოლო ფინალში , მესამე ტურში გადასულები დაჯილდოვდებიან 12 აპრილს.
      მეტის წაკითხვა
    • ნომინანტი 2023

      სკოლა "რუსთველის" ტრადიციული კონკუსრი "ნომინანტი" 2 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდა.მოგეხსენებათ პანდემიის გამო შეიცვალა სკოლის ცხოვრება. ონლაინ სწავლების გამო შეჩერდა კონცერტები,კონკურსები და სხვადასხვა ღონისძიებები...წელს კი ისევ ახმიანდა ჩვენი საყვარელი კონკურსი.სადაც სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ნომინაციებში.წარმატებები მათ .
      მეტის წაკითხვა
    • სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

      Iა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკართან, ქალბატონ ეკასთან ერთად წაიკითხეს ი.გოგებაშვილის მოთხრობები და ანდაზები , მოსწავლეებმა დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და გააკეთეს პრეზენტაცია
      მეტის წაკითხვა
    • მორიგი ვიზიტი ირმა ექთანთან

      სკოლა ,,რუსთველის” 1-ბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება, უსაყვარლეს ირმა ექთანთან. დღესდღეობით ძალიან ბევრს აქვს პრობლემა, მხედველობასთან დაკავშირებით. მობილურის და კომპიუტერის მოხმარება, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობაზე. მხედველობის დარღვევის დროული გამოვლენა, , ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. 1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.
      მეტის წაკითხვა
    • 2023 წლის 22 მარტს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ კატეგორიაში.
      მეტის წაკითხვა
    • შეზღუდული შესაძლებლობები არ არსეობს

      სკოლა ,, რუსთველის” 1 -ბ კლასის მოსწავლეებმა, უყურეს ფილმს ,,საოცრება”, სადაც განხილულია, პატარა ბიჭის ავგუსტის ცხოვრება, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა. ბიჭს სკოლაში ბევრი პრობლემა ჰქონდა, დასცინოდნენ და მასთან მეგობრობა არავის სურდა. გულწრფელიბამ და მისმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ, ის სკოლაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭად აქცია.
      მეტის წაკითხვა
    • შეხვედრა ფსიქოლოგთან

      ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" საინტერესო შეხვედრა გაიმართა მოწვეულ ფსიქოლოგ კონსტანტინე ტუღუშთან ერთად. თემა: თვითგანვითარება VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს.
      მეტის წაკითხვა
    • კერძო სკოლა ,,რუსთველი" თურქეთის დასახმარებლად

      დღეს, ჩვენმა სკოლა ,,რუსთველმა" სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა სამოქალაქო კლუბის Citizens • სითიზენს ინიციატივით , სკოლის თვითმმართველობისა და დირექციის ერთობლივი ძალისხმევით შევაგროვეთ ტანისამოსი და სხვადასხვა საჭირო ნივთები და ჩავაბარეთ, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
      მეტის წაკითხვა
    • ,,გაზაფხული და დედა"

      2 მარტს მე- 2გ კლასმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში ,,გაზაფხული და დედა"... გაზაფხული-სიცოცხლის საწყისი,ნათელი მზის შუქის ფრქვევა,ქორფა ბალახის ფესვის გაღვიძებაა. სწორედ ბუნების გამოღვიძებას,პირველი ყვავილების მოსვლას ემთხვევა ,,დედის დღე,იმიტომ რომ დედაც ყვავილივით სათნო და საყვარელია.
      მეტის წაკითხვა
    • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

      1 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" მოეწყო შეხვედრა საბავშვო პოეტ ლია ბეჟანიშვილთან. ღონისძიებაში კერძო სკოლა "რუსთველის" ll კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა (პედაგოგები: შორენა ბექაური, ნატო გოცირიძე, სოფო წიკლაური).
      მეტის წაკითხვა
    • დღეს სკოლა "რუსთველი" ესტუმრა ააიპ სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს". თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მცირე სახის შემოქმედებითი ღონისძიება. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს გაღებული მატერიალური და ჰუმანიტარული თანადგომისათვის, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთი ლამაზი დღე შეგვექმნა სკოლა "რუსთველის" სახელით.
      მეტის წაკითხვა
    • 🏅 ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავება დევიზით- "ცხოვრება სუფთა გარემოში! " 🤝დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები. 👩‍🏫🧑‍🏫
      მეტის წაკითხვა
    • გამოფენა ,,შემოდგომის ფერები"

      ხელოვნების მასწავლებლის, სალომე ჩაგელიშვილისა და რელიგიის პედაგოგის, ხათუნა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა "რუსთველში " ჩატარდა ხელნაკეთი ნივთებისა და ფერწერული ნაამუშევრების გამოფენა. მადლობა მე-5, მე-6 ,მე-7 და მე- 8 კლასის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის
      მეტის წაკითხვა
    • შემოდგომა სვანეთში

      ყველაფერი გაყვითლდა,ყველაფერს ერთი ფერი აქვს,ერთი სუნი,ერთი იერი.სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან,მაგრამ ჩვენ სკოლა ,,რუსთველის,,მე2ა კლასს ეს უფრო მოგვწონს,ეს უფრო გვესიყვარულება.შემოდგომის სვანეთიც კი სამოთხეა დედამიწაზე
      მეტის წაკითხვა
    • შემოდგომის ზეიმი აჭარაში

      " ტყეებმა მითხრეს- მათი სილამაზე და მარადიულობა იმის შედეგია, რომ ხეები ყოველთვის ერთად დგანან და ძლიერ სახლს ქმნიან." ხოდა, ასე ერთ ოჯახად შეკრულები, სიხარულით, მთელი ენთუზიაზმით, დიდიან პატარიანად ჩავერთეთ მე- 2 ბ კლასის მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები შემოდგომის ღონისძიების მზადების ფერხულში. შედეგი კი ძალიან სასიამოვნო, ლამაზი და დასამახსოვრებელი მივიღეთ. უამრავი ასეთი ფერადი, ხალისიანი, ლამაზი და დადებითი ემოციით სავსე დღე გქონოდეთ ჩემ
      მეტის წაკითხვა
    • ,,ანბანის შემობრძანება" I გ კლასში

      ანბანის შემობრძანება, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სკოლა ,,რუსთველის" I გ კლასის თითოეულ მოსწავლეზე
      მეტის წაკითხვა
    • დღეს, ჩვენს დირექტორს, ქალბატონ ზაირა კიკნაველიძეს დაბადების დღე მიულოცეს მე- 10 ბ კლასელებმა.ემოციებით სავსე მომენტი იყო... ჩვენც ვუერთდებით და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს ჩვენს გვერდით ყოფნას.
      მეტის წაკითხვა
    • 2022 წლის 25ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში “ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ კატეგორიაში.
      მეტის წაკითხვა
    • სიახლეები

          • ♟️ ინტელექტუალური ორთაბრძოლები და ახალი ჩემპიონები ჩვენს სკოლაში!

            ჩვენს სკოლაში ჭადრაკი განსაკუთრებულად გვიყვარს! ჩვენი ჭადრაკის მასწავლებლის, მანანა მგელაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლაში რეგულარულად ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები, რაც მოსწავლეებს შორის დიდ ინტერესსა და ჯანსაღ კონკურენციას იწვევს.დღეს კი ყველაზე საზეიმო დღე იყო — გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები! ვულოცავთ თითოეულ გამარჯვებულს ამ დამსახურებულ წარმატებას! ამაყები ვართ თქვენი გონებრივი მონაცემებით, კონცენტრაციის უნარითა და თითოეული ჭკვიანური სვლით.

          • 👗 ნარჩენებიდან ხელოვნებამდე! ♻️✨

            გსურთ ნახოთ, როგორ იქცევა მეორადი ნივთები ხელოვნების ნიმუშად? ჩვენმა მე-5 ა კლასელებმა ეს პრაქტიკაში დაგვიმტკიცეს!

            პროექტის „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მოაწყვეს დაუვიწყარი მოდების ჩვენება. მათი ყველა სამოსი დამზადებული იყო მეორადი გამოყენების ნივთებისა და ნარჩენებისგან.

          • პროექტის პრეზენტაცია: „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“

            სკოლაში წარმატებით ჩატარდა მოსწავლეთა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას — ეკოლოგიასა და სუფთა ჰაერს მიეძღვნა.

            პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო:

            მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები;

            საინტერესო ფაქტები ჰაერის შემადგენლობაზე;

            დისკუსია გარემოს დაცვის აუცილებლობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

          • გაიცანით რუსთველელია!

            ​ლიზი კერესელიძე და ლუკა ბერიანიძე სწორედ იმ „ნიჭიერ თაობას“ მიეკუთვნებიან, რომლებიც სცენაზე დგომისას არა მხოლოდ ტექსტს კითხულობენ , არამედ მთელ ემოციასა და ენერგიას გადასცემენ მაყურებელს.

            ​სპექტაკლში „მკაცრი ქალიშვილები“ მათი მონაწილეობა განსაკუთრებულ ელფერს სძენს დადგმას. როდესაც სკოლა „რუსთველის“ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, თავის თანატოლებთან ერთად, პროფესიულ სცენაზე (თეატრ „ბრავოში“) გამოდიან, ეს უკვე დიდი განაცხადია მათ მომავალზე.

          • ,,მე და ჩემი დედა ენა,,

            წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.

          • როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?

            ​ ფიზიკის გაკვეთილზე ნამდვილი სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა! მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, დაამტკიცეს, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულები არაა – ის ჩვენს ყოველდღიურობაშია.

            ​გზებზე დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერებიდან“ დაწყებული, აინშტაინის გენიალურ აღმოჩენებამდე – ბავშვებმა საოცარი სიზუსტით გადმოსცეს მეცნიერების ევოლუცია.

          • „დაიღალა დედამიწა

            „დაიღალა დედამიწა,

            დავეხმაროთ ბრუნვაში!

            დახმარება გამოვხატოთ,

            მოვლასა და ზრუნვაში!“ 💙🌍❤️

            ჩვენი სკოლის, „რუსთველის“ II გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია მამუკაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს! 🌱🏡

            ეს პატარა ნერგები ჩვენს ბავშვებთან ერთად გაიზრდებიან და წლების შემდეგ სკოლის ეზოს კიდევ უფრო გაამწვანებენ. ამ ლამაზი აქციით პატარებმა გვიჩვენეს, რომ დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ დასუფთავება არაა — ეს არის ახალი სიცოცხლის ჩუქება და მომავალზე ფიქრი. 🌳✨

          • „ჩვენი პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილებებისთვის! 🌏✨

            დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა „რუსთველის“ 3-გ კლასში ნამდვილი სამზადისი იყო! 🌿 პედაგოგ მედეა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა პატარებმა გადაწყვიტეს, სიტყვიდან საქმეზე გადასულიყვნენ:

            🧹 მოაწესრიგეთ და დაასუფთავეთ გარემო;
            💚 ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ბუნებაზე ზრუნვა.

          • „დედამიწავ, მე დაგიცავ შენ!“

            დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა "რუსთველის" მე-5ა,მე-5ბ,მე-5გ კლასის მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებული ბუნების გაკვეთილი ჩავატარეთ. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით იმუშავეს იმ საკითხებზე, თუ როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს.

            თითოეულმა კლასმა საოცარი შედეგი აჩვენა – მათი იდეები, ნახატები და პრეზენტაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი საიმედო ხელშია!

          • დაიცავი დედამიწა, ის შენი სახლია!

            🌍✨ჩვენი 1-ბ კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ გარემოზე ზრუნვას. მათმა პატარა ხელებმა დღეს დიდი საქმე გააკეთეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბუნების დასუფთავებაში. 💚სიყვარულით და მზრუნველობით იწყება დიდი ცვლილებები! ამაყები ვართ ჩვენი პატარებით! ❤️❤️❤️❤️#გაფრთხილდიბუნებას #ჩვენისახლი #მწვანემომავალი #რუსთველი # სკოლარუსთველი

          • ვიქტორინა „ატლანტიდა“ – გამარჯვება მე-6 (ბ) კლასს!

            ​21 აპრილს სკოლა „რუსთველში“ მე-6 კლასელებს შორის ინტელექტუალური ვიქტორინა „ატლანტიდა“ გაიმართა.

            ​პედაგოგების, ნატალია ბეგაშვილისა და თეონა ღონღაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსწავლეებმა საოცარი ცოდნა და მოტივაცია გამოავლინეს.

            ​ გილოცავთ! დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მე-6 (ბ) კლასის გუნდმა მოიპოვა და დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდა.

          • ვულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!

            ​ რუსთავში გამართულ სპორტული ესეების კონკურსზე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი საბა კალაიჯიშვილი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების რჩეული გახდა!

            ​კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.

            ​წარმატებები, საბა!

            #სკოლარუსთველი

          • თვითმმართველობის დღე!

            დღეს ჩვენს სკოლაში უჩვეულო და ენერგიული დღეა — თვითმმართველობის დღე!

            ​ჩვენმა უფროსკლასელებმა ერთი დღით მასწავლებლის ამპლუა მოირგეს, გადაინაწილეს საგნები და საკუთარ თავზე გამოცადეს, თუ რამხელა შრომა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული გაკვეთილის უკან.

            ​საინტერესოა მოსწავლეების თვალით დანახული სასწავლო პროცესი — ბევრი ღიმილი, კითხვა-პასუხი და ახალი აღმოჩენები. მადლობა თითოეულ „ახალბედა მასწავლებელს“ მონდომებისთვის!

          • 🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!

            📅 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა „რუსთველი“ სწავლების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

            🏫 ჩვენთან უცხო ენა მხოლოდ საგანი არ არის – ეს არის მოსწავლის წარმატების გასაღები! 🔑

            🤝 „English Book Education"-თან მჭიდრო პარტნიორობით, სწავლების პროცესს მსოფლიო დონის სახელმძღვანელოებით ვაახლებთ. 📚 მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

          • ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.

            სკოლა „რუსთაველის“ სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.

            ვიდეო

          • 🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!

            ჩვენს სკოლაში გაზაფხულის სითბოსთან ერთად განსაკუთრებული, სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გადაწყვიტეს, 8 მარტი ჩვენი სკოლის ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით კი — მასწავლებლებისთვის, დაუვიწყარი გაეხადათ.

            მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ფერადი, ორიგინალური ყვავილები, რომლებშიც მთელი მონდომება და მადლიერება ჩააქსოვეს. ნაცვლად ჩვეულებრივი თაიგულებისა, მათ მასწავლებლებს მიართვეს სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც არასოდეს ჭკნება — ისევე, როგორც ის ცოდნა და ამაგი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გვიზიარებენ.

          • პატივი წარსულის წინაშე და პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ.

            დღეს სკოლა „რუსთაველის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ილია ქარდავას, და ისტორიის მასწავლებლის, თეონა ღონღაძის, ინიციატივით გამართული ღონისძიება იყო ემოციური და დამაფიქრებელი.

            მოსწავლეებმა გააცოცხლეს ის მძიმე დღე, როცა საქართველომ თავისუფლება დაკარგა, ისაუბრეს იუნკერების თავდადებაზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თავისუფლება დიდი ფასით არის მოპოვებული.

    • პარტნიორები

      • {#1508} 1
      • {#1508} 2
      • {#1508} 3
      • {#1508} 4