მთავარი გვერდი
სიახლეები
„ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო დედებო და ჩვენო პატარა ქალბატონებო!
გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულებს — 3 და 8 მარტს!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სკოლასა და ჩვენს ყოველდღიურობას სითბოთი, მზრუნველობითა და სიცოცხლით ავსებთ.
- დედებს — მადლობას გიხდით თქვენი უპირობო სიყვარულისთვის;
- მასწავლებლებს — იმ ცოდნისა და მოთმინებისთვის, რომელსაც ყოველდღ
პატივი წარსულის წინაშე და პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ.
დღეს სკოლა „რუსთაველის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ილია ქარდავას, და ისტორიის მასწავლებლის, თეონა ღონღაძის, ინიციატივით გამართული ღონისძიება იყო ემოციური და დამაფიქრებელი.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ის მძიმე დღე, როცა საქართველომ თავისუფლება დაკარგა, ისაუბრეს იუნკერების თავდადებაზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თავისუფლება დიდი ფასით არის მოპოვებული.
საჯაროდ კითხვის დღე
ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს",ჩემო პატარებო გისურვებთ ამ სამყაროში საინტერესო და საოცნებო მოგზაურობას
1 ა კლასი
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის"
კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმაში და სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე".
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის" კვირეულში დიდი ინტერესით ჩართული 1 ბ კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში.
საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი ინტეგრირებული გაკვეთილი გამოგვივიდა და ჩვენი პატარებიც დიდი ინტერესით ჩაებნენ ამ პროცესში.
სკოლის შიდა საფეხბურთო ოლიმპიადა წარმატებით დასრულდა.
თვითმმართველობის ინიციატივით და სპორტის მასწავლებლის მხარდაჭერით ჩატარდა შიდა სასკოლო ფეხბურთის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.
თითოეულმა გუნდმა გამოავლინა დიდი მონდომება, პასუხისმგებლობა და სპორტისადმი სიყვარული.
და აი ჩვენი ჩემპიონები:
დაწყებითების ლიდერები — 5ა
რუსთველობა 2025– სკოლის დღე
ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის კლასებმა და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება – კუთხეების ისტორია, ხალხური ხელოვნება, სამზარეულო და ჩვევები. სკოლის ეზო გადაიქცა პატარა საქართველოდ, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმოგზაურონ კახეთიდან სამეგრელომდე, აჭარიდან რაჭამდე.
,,ტვინების ბრძოლა 2025”
სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.
გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.
რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა
ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.
მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!
გილოცავთ ახალი 2025–2026 სასწავლო წლის დაწყება!ს!
განსაკუთრებული წარმატებები და შთაგონება რუსთველელებს — ცოდნის, მეგობრობისა და წინსვლის წელი გქონოდეთ!
1
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
ფორმის დეტალები:
ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.
ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).
გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.
რუსთველის კურსდამთავრებულებო!
სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას!
გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.
გახსოვდეთ, რომ სკოლა რუსთველი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება — როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც დაიწყეთ დიდი მოგზაურობა
ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში
ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!
🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.
"მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"
სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.
„მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”
მადლობა პატარებო ამ დღისთვის!
ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,
მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,
ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —
ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 577307040
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
სამშაბათი 07/07/2026- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- კითხვარი
- გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
- სპორტული დღე ჩვენ სკოლაში.
- სკოლა „რუსთველში“ მე-18 სეზონის „ყველაზე ჭკვიანი“ გამოვლინდა!
- სკოლა „რუსთველის“ ტრადიცია გრძელდება!
- ულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
- ცოდნა, აზარტი და გამარჯვება!
- მადლობა, ელისო მასწავლებელო!“
- 2026 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო
- სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ულამაზესი, ემოციური და დასამახსოვრებელი დღე ჩაიწერა ისტორიაში.
- გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
- 🌟 უდიდესი სიამაყით გიზიარებთ დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს სიახლეს! ❣️
- როცა ჯანსაღი კვების გაკვეთილი კულინარიულ შოუდ იქცევა!
- სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღე!
- 26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
- ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას!
- 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
- 👩🍳 ჩვენი პატარა შეფ-მზარეულები და უგემრიელესი კულინარიის გაკვეთილი! 🍰🍓
- წიგნის საერთაშორისო დღე
- სტუმრად რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში