მთავარი გვერდი
სიახლეები
ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში
ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!
🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.
"მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"
სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.
„მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”
მადლობა პატარებო ამ დღისთვის!
ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,
მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,
ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —
ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია
ბოლო ზარი 2025 🔔
23 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება – ბოლო ზარი 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის.
სკოლის ეზო გაივსო ღიმილებით, ცრემლებით, თბილი სიტყვებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მასწავლებლებმა გულთბილად გააცილეს კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაატარეს სკოლაში თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები.
სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო აქცია
2025 წლის 7 მაისს კერძო სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ( თავჯდომარე მ. სადაღაშვილი) ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჭყონდიდელის დასახლებაში გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთ
ვიქტორინა „ატლანტიდა“ 2025
სკოლა რუსთველში ჩატარდა
ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა.
ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
Spelling 2025
2025 წლის მაისის პირველ კვირას რუსთველის სახელობის სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი (Spelling ) VII კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და ინგლისური ენის ცოდნის შესანიშნავი დონე აჩვენეს. კონკურსის მსვლელობა იყო საინტერესოდ დაგეგმილი და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა – თითოეულ ეტაპზე სიტყვების სირთულე თანდათან მატულობდა.გამარჯვებულები გახდნენ
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, რუსთველის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს დილით სიმბოლური პატივისცემის აქცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტრაგიკულად დაღუპულთა სახელები, გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, აინთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს იმპროვიზირებული მემორიალი.
რუსთველის მოჭადრაკეები !
გვეამაყებით ბავშვებო! მადლობა მანანა მასწავლებელ გაწეული შრომისთვის 😍
ტვინების ბრძოლა 2024
მე- 5ბ კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ,,ტვინები ბრძოლა 2024" რეგიონალური პირველობაზე წარმატებულ ასპარეზობას
გვეამაყებით ბავშვებო !
♟️ ჭადრაკის ტურნირი ჩვენს სკოლაში! 🏆
ჭადრაკის ტურნირი ჩვენს სკოლაში!
ჩვენს სკოლაში ჭადრაკის მოყვარულებმა თავიანთი სტრატეგიული უნარების და ტაქტიკური ოსტატობის დემონსტრირება მოახდინეს!
ტურნირში მონაწილეობა მიიღო მრავალი ნიჭიერმა მოსწავლემ, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ გამარჯვებისთვის.
ინტენსიური პარტიები და ჭკვიანური სვლები ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა!
ჩვენს სკოლაში კულინარიული კონკურსი გაიმართა!
🍰გუშინ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი კულინარიული ნიჭი წარმოაჩინეს.
ჟიურიმ შეაფასა კერძები გემოვნების, ვიზუალური მხარისა და კრეატიულობის მიხედვით.
🏆 გამარჯვებულოსაუკეთესო დესერტი: [IX ბ კლასის გუნდი]💖
მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს და მხარდამჭერს ასეთი სახალისო და გემრიელი დღის შექმნისთვის!
მე-2 ა კლასის ერთი საინტერესო დღე პინოქიოსთან
დღე, რომელიც სავსე იყო მოლოდინით, მხიარულებით და ბევრი საინტერესო საქმიანობით.
ეს დღე ჩვენთვის არ იყო მხოლოდ გასართობი, არამედ დიდი გაკვეთილი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება ზღაპრები, მეგობრობა და თავგადასავლები რეალობად იქცნენ.
თითოეულმა ბავშვმა შექმნა პინოქიოს თავისეული ვერსია,მოირგო როლი და გულწრფელად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
შემოდგომის კვირეული სკოლა რუსთველში
შემოდგომის კვირეული სკოლა რუსთველში არის განსაკუთრებული და კრეატიული ღონისძიება, რომლის მიზანია ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარება და შემოდგომის თემატიკის გაცოცხლება. ეს კვირეული მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება შემოდგომის ბუნების სილამაზის აღქმაში.
იდეები შემ
მოსწავლეთა თვითმმართველობისარჩევნები 2024
სკოლა რუსთველში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2024-2025
თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეების ლიდერულ უნარების განვითარებას და აძლევს მათ შესაძლებლობას, ჩაერთონ სკოლის ყოველდღიურ მართვაში.
2
მე 4 ა კლასის გასეირნება იპოდრომზე
მოსწავლეების იპოდრომზე გასეირნება მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც აერთიანებს სწავლას, გართობას და ბუნებასთან ახლო ურთიერთობას. ეს აქტივობა ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას, აუმჯობესებს გუნდურობას და აძლევს შესაძლებლობას, განსხვავებული გარემოსთვის გაეცნონ.
იპოდრომზე გასეირნება არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებისთვის და მეგობრულ გარემოში ურთიერთობის გასაძლიერებლად. სწავლის და გართობის კომბინაცია ბავშვებს შესანიშნავ მოგონებებსა და ახალ გამოცდილებას გაუჩენს.
პროექტი: ,,მზის სისტემა, პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება".
მე- 3 ბ კლასი
დამრიგებელი:მარიამ სხირტლაძე
დღეს ჩვენმა პატარებმა მზის სისტემაში იმოგზაურეს.
ყველა ბავშვს აინტერესებს პლანეტები და მათზე ინფორმაცია, თუმცა ბავშვები მხოლოდ ფოტოების და სხვადასხვა სათამაშოების საშუალებებით იღებენ ამ ინფორმაციას. დღეს შევეცადე მათთვის გასაგები და ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა სხვადასხვა საინტერესო მასალის გამოყენებით.
თიხის ფირფიტებისგან დამზადებული წიგნის ფურცლები
წიგნი - ცოდნის, განათლების და აღზრდის იარაღია.
შორენა მასწავლებელმა მე- 4 ა კლასის მოსწავლეებს გააცნო წიგნის შექმნის ისტორია ,ბავშვებმა თიხის ფირფიტებისგან დაამზადეს წიგნის ფურცლები და ამოტვიფრეს მხედრული,ნუსხური და ასომთავრული დამწერლობა.
ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემოქმედებითობას, ისტორიული მეხსიერების გაღრმავებას და ქართული კულტურის უფრო ღრმა გაცნობას.
,, ჩემი საკუთარი წიგნი"
მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა, შორენა მასწავლებლის დახმარებით განახორციელეს პროექტი ,, ჩემი საკუთარი წიგნი . მოსწავლეების პატარა ხელებით შექმნილი საკუთარი წიგნები
ეს პროექტი განსაკუთრებული და უნიკალური გზაა მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ეს პროცესი არა მხოლოდ მათი ფანტაზიის და კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს წერასა და კითხვაში პროგრესს
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- skolarustveli@mail.ru
- საინფორმაციო ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 599 74 60 61
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
პარასკევი 04/07/2025- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეები ანბანის შემობრძანებას ზეიმობენ
- ანბანის შემობრძანება
- "ტვინების ბრძოლა 2022" იწყება!
- მასწავლების დღეს გილოცავთ!
- თვითმმართველობის არჩევნები 2022-23
- სკოლა ,,რუსთველში" 2022-23 სასწავლო წელი დაიწყო
- 2022 წლის ,,რუსთველის" აბიტურიენტები
- ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსნები
- ,,ყველაზე ჭკვიანი - 2022 "
- ოლიმპიადა ,,რუსთველი- 2022"
- პატარა მომღერლები
- 2022 წლის ბოლო ზარი
- 1 ივნისი -ბავშვთა დაცვის დღე
- პატარა ქიმიკოსები
- ოლიმპიადა "რუსთველი - 2022".
- ოლიმპიადა "რუსთველი - 2022".
- ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს
- თვითმმართველობა 2022
- ჩვენი პატარა ოქროსმედალოსნები
- დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე